თბილისის საკრებულოს წინ პარკინგი გაუქმდება

თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს წინ ავტოსადგომი გაუქმდება. ამ წინადადებით თბილისის საკრებულომ მერიას უკვე მიმართა.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ამბობს, პარკინგი მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებდა და საკრებულოს ისტორიული შენობისა და თავად მოედნის ესთეტიურ სახეს ლახავდა.