ოკუპირებულ ახალგორში რუსული სკოლა გაიხსნა

ოკუპირებულ ახალგორში რუსული სკოლა დღეს გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის ე.წ. ელჩი და დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები დაესწრნენ. მარატ კულახმეტოვის თქმით, ახალი სკოლა რუსეთის ფედერაციის თანხებით აშენდა.

„ჩვენ მსგავსი ფაქტები გვაქვს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, სადაც აქტიურად მიმდინარეობს ქართულ ენაზე სწავლის აკრძალვა და ბუნებრივია, ეს არის ნორმების უხეში დარღვევა, რაზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ყველა ფორუმზე ჩვენს პარტნიორებთან. მთავარი გზავნილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან არის, რომ ეს საკითხი მუდმივად იყოს რუსეთის ფედერაციასთან მათი ურთიერთობის დღის წესრიგში“ – განმარტა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.