“ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ ვთვლით!”

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს მისამართით მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხზე არ უმსჯელიათ, თუმცა სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებით შეშფოთებულია. სტოლტენბერგმა რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.

“საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ვაღიარებთ, ხოლო ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ ვთვლით. შეშფოთებულები ვართ იმ ვითარებით, რაც ხდება. ნატო საქართველოს პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევს. არსებითი პაკეტი გვაქვს”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.