“დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ნათია ტოგონიძე…”

როგორც გახსოვთ, დიმიტრი ლორთქიფანიძემ ტელეკომუნიკაციების მარეგულირებლის აუდიოვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის უფროსს და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა. უფლებადამცველმა სამართლებრივი რეაგირებისთვის სახალხო დამცველის აპარატსაც მიმართა. საქმე ეხემა პირდაპირ ეთერში მარიხუანას მოწევის ფაქტს.

იხ.

https://www.gmtv.ge/46196-2/

დღეს კი უკვე ცნობილი ხდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე ტვ “იბერიაში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

– თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე ტვ “იბერიაში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მოქალაქე გიორგი მაქარაშვილის წინააღმდეგ. მოსამართლე ნათია ტოგონიძე განიხილავს მოცემულ საქმეს მომავალ კვირაში და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას! დაველოდოთ და გავაგრძელოთ შემდგომი სამართლებრივი ნაბიჯები! ამ ფაქტზე დაუსჯელი არავინ უნდა დარჩეს!“-აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.