„ოცნების“ ფავორიტი როგორც სიტყვიერ, ასევე ფინანსურ დახმარებასაც მიიღებს

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. წელს მოქალაქეები პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევენ.

საზოგადოება მმართველი გუნდის პასუხის მოლოდინშია-ვინ იქნება ოცნების ფავორიტი?

როგორც ადრე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, გადაწყვეტილებას 8 სექტემბერს გამოაცხადებენ, თუმცა შესაძლოა თარიღმა გადაიწიოს და მმართველმა გუნდმა პასუხი დაანონსებულზე 1 დღით გვიან გვამცნოს.

„ქართული ოცნების“ ფავორიტი კანდიდატი,  კვალიფიციური სუბიექტის ყველა პრივილეგიით ისარგებლებს.

რას ნიშნავს იყო ოცნების ფავორიტი?

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დამოუკიდებელი კანდიდატისადმი გამოხატული მხარდაჭერა არ იქნება მხოლოდ სიტყვიერი, ის ასევე ფინანსურ დახმარებასაც მოიცავს.