პოლიტსაბჭოდან „ხმამ“ გამოაღწია…

ინფორმაცია წყაროზე დაყრდნობით

„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. მმართველი გუნდი არცევნებში მხარდასაჭერ კანდიდატზე მსჯელობს, თუმცა ხმამ უკვე გამოაღწია.

წყაროს ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს დასრულების  შემდეგ მმართველი გუნდი გამოაცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს.

თუ კარგად გავიხსენებთ, პოლიტსაბჭომდე მინიშნებული ინფორმაცია უკვე გააჟღერეს ზვიად ძიძიგურმაც და მამუკა მდინარაძემაც.