“სამინისტროში ცვლილებებით აღდგება სამართლიანობა “იბსუს” სასარგებლოდ“

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

იხ.

https://www.gmtv.ge/46435-2/

განათლების სამინისტროში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანებიან შავი ზღვის საერთაშოროსო უნივერსიტეტის სტუდენტები და ამბობენ, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის თამარ სანიკიძის გათავისუფლება მათთვის  სასიკეთო იქნება.

-„იმედია რომ ეს არის დასაწყისი იმისა, რომ სანიკიძის გადადგომასთან ერთად აღდგება სამართლიანობა იბსუს სასარგებლოდ“ – განაცხადეს სტუდენტებმა, რომლებიც უკვე მე-20 დღეა საპროტესტო აქციებს აწყობენ.