“24 საათიან ვადას ვაძლევთ ხელისუფლებას, რათა მოშორდეს საქართველოს”

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი უვადო შიმშილობას იწყებენ. ამის შესახებ განცხადება მათ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გაკეთდა. შვილმოკლულმა მამებმა ხელისუფლებას 24 საათიანი ვადა მისცეს, რომ  გადადგეს. ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ  მათი მოთხოვნაა შეიქმნას დროებითი მთავრობა, რომელიც დაიწყებს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მუშაობას.

“ეს არის ჩვენი ბოლო გამოსვლა ქუჩაში. აქედან ფეხს არ მოვიცვლით მანამ, სანამ სამართალი არ აღდგება ჩვენს ქვეყანაში და მკვლელი ხელისუფლება არ მოშორდება. მე პირადად ზაზა სარალიძე, 24 საათიან ვადას ვაძლევ ხელისუფლებას, რათა მოშორდეს საქართველოს და დაუყოვნებლივ შეიქმნას დროებითი მთავრობა და იმსჯელონ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

აქცია ხვალ 7 საათზე გაგრძელდება.