პრეზიდენტის მოწვევით უშიშროების საბჭო იკრიბება

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, დღეს უშიშროების საბჭო იკრიბება. სხდომაზე განსახილველი მთავარი საკითხი, 2019 წლისთვის სამხედრო ძალების რიცხოვნობის განსაზღვრა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებია.

უკვე ცნობილია, რომ მომხსენებლები თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი იქნებიან. უშიშროების საბჭოს აპარატში აცხადებენ, რომ სხდომაში მონაწილეობისთვის მიწვეული არიან უშიშროების საბჭოს ყველა მუდმივი წევრი და იმედოვნებენ, რომ კვორუმი შედგება.