„ჩემს ბავშვობაში სვანეთში ოჯახი არ იყო კანაფი რომ არ ჰქონოდა დათესილი”

„ჩემს ბავშვობაში სვანეთში ოჯახი არ იყო კანაფი რომ არ ჰქონოდა დათესილი. ეს იყო ჩვეულებრივი საკვები კულტურა. ჩემი სტუდენტობის პერიოდში ძალიან ძნელად იპოვიდი ახალგაზრდას, რომელიც ინტენსიურად ეტანებოდა მარიხუანას, ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე დაცული სვანეთი იყო. ვინც ამბობს, რომ მარიხუანა კუბდარს უხდება სვანური სამზარეულოს შესახებ არაფერი არ იცის. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ხაჭაპურში, ჭვიშტარში ძალიან გავრცელებულია.

ჩემს ახალგაზრდობაში სვანეთში, ნებისმიერ ოჯახში კანაფისგან ხაჭაპური მზადდებოდა. ისევე როგორც ნებისმიერი გასვენების აუცილებელი ინგრედიენტი იყო ფხალი, რომელსაც კანაფის თესლისგან ამზადებდნენ. ცხადია ამ საკვებში ნარკოტიკის შემცველობა ნულოვანი იყო, რადგან თერმულად დამუშავების შემდეგ არ რჩება არაფერი“, – ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა რეგიონის საკითხებში სოზარ სუბარმა „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა.