მთავრობამ განათლების რეფორმის ხედვა წარადგინა, პრემიერმა პირობა დადო…

საქართველოს მთავრობამ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვა წარადგინა. განათლების სფეროს რეფორმირების შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ისაუბრეს.

„დღეს ჩვენი ქვეყანა დგას მრავალი გამოწვევის წინაშე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეკონომიკური განვითარება, სიღარიბის დაძლევა, სოციალური პრობლემები და ბევრი სხვა. ყველაზე ღირსეული პასუხი ამ პრობლემებზე არის განათლებული საქართველო. განათლებული მოდერნიზაცია, ძლიერი საფუძვლიანი განათლების საფუძვლის შექმნა და მისი ამოქმედება არის მთავარი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველომ ეს დაბრკოლებები დაძლიოს.

შესაბამისად, დღეს ჩემთვის არის უმნიშვნელოვანესი და ძალიან ემოციური დღე. ბევრმა თქვენგანმა  ძალიან კარგად იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის განათლების რეფორმის გატარება და გპირდებით, ამ რეფორმას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე და დავაყენებთ იმ შედეგს, რომელსაც საქართველო ნამდვილად იმსახურებს.  სწორედ ამიტომ აქ ამ წმინდა ადგილას იყალთოს აკადემიის ამ წმინდა კედლებში მე და ჩემი გუნდი წარმოგიდგენთ განათლების რეფორმის ხედვას“, – განაცხადა პრემიერმა პრეზენტაციაზე.

„დღეს ჩვენი ქვეყანა დგას მრავალი გამოწვევის წინაშე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეკონომიკური განვითარება, სიღარიბის დაძლევა, სოციალური პრობლემები და ბევრი სხვა. ყველაზე ღირსეული პასუხი ამ პრობლემებზე არის განათლებული საქართველო. განათლებული მოდერნიზაცია, ძლიერი საფუძვლიანი განათლების საფუძვლის შექმნა და მისი ამოქმედება არის მთავარი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველომ ეს დაბრკოლებები დაძლიოს“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, მან განაცხადა, რომ მისი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტია ახალგაზრდები, განათლება და ინოვაციები. მან პირობა დადო, რომ განათლების რეფორმას ბოლომდე მიიყვანს.