16 სექტემბერს თეიმურაზ შაშიაშვილის მხარდამჭერთა ხელმოწერები ზუგდიდში შეგროვდება

16 სექტემბერს თეიმურაზ შაშიაშვილის მხარდამჭერთა ხელმოწერების ქუთაისში აღებული სტარტი ზუგდიდში დასრულდება.

პრეზიდენტობის კანდიდატი და მისი წარმდგენი საინიციატივო ჯგუფი 15 .00 დან 18 00 – მდე ზუგდიდელ მოქალაქეებს არაფორმალურ გარემოში, ჩვეულ ფორმატში შეხვდება. თემურ შაშიაშვილი უპასუხებს მოქალაქეებსა და რეგიონალურ მედიას მათთვის საინტერესო შეკითხვებზე.

პარალელურად, ამ 3 საათის განმავლობაში(15 .00 დან 18 00 ამდე ) სწორედ ზუგდიდის ცენტრში მდებარე ბულვარში (შადრევანთან), დასრულდება პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვების პროცესი, რომელიც თემურ შაშიაშვილის წარდგენის დღიდან ხორცირელდება სამეგრელოსა და საქართველოს სხვა რეგიონებში