პარლამენტის წინ აქციაზე ისევ სასწრაფო გამოიძახეს

დავით დოლიძე

პარლამენტის წინ აქციის ერთ-ერთი მონაწილე ცუდად გახდა. ამ წუთებში ისევ სასწრაფოს ექიმები იმყოფებიან რუსთაველზე.

ზაზა სარალიძე საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას თან მალხაზ მაჩალიკაშვილი ახლავს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აქცია გაგრძელდება და დაშლას არავინ აპირებს.