ივნისში 251 ბიზნეოპერატორებიდან საწარმოო პროცესი 73 შეუჩერდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ივნისში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგები შეაჯამა.

„მიმდინარე თვის სახელმწიფო კონტროლის შედეგები ცხადყოფს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიცემული რეკომენდაციების გათვალისწინება ბიზინეოპერატორების მიერ აქტიურად ხდება. თბილისის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, ივნისში ინსპექტირებული 251 ბიზნეოპერატორებიდან საწარმოო პროცესი 73 მათგანს შეუჩერდა, თუმცა, აბსოლუტურმა უმრავლესობამ უკვე გამოასწორა გამოვლენილი შეუსაბამობები და ყველა მათგანს აღუდგა საწარმოო პროცესი, რაც აშკარად დადებითი ტენდენციის მაჩვენებელია.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სააგენტოს მიერ შემოწმებული ბევრი ობიექტი უვნებლობის და ჰიგიენის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს”, – აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ.