რატომ და რა წერილებს მალავს საგარეო უწყება…

სოსო მანჯავიძე

გემახსოვრებათ,”მე,ბებია.ილიკო და ილარიონი”-ს პასაჟი,ლექსს რომ ურჩევენ ილიკო და ილარიონი ზურიკელას.

” თუ თოვდა,ქარი იყო და ქვეყანა იქცეოდა,,შენ რა გიხაროდა,შე უპატრონოო”-ეუბნება ილიკო დამწყებ პოეტს.
ასეთივე კითხვა მინდა დავუსვა პრეზიდენტ მარგველაშვილს-თუ ტრამპმა გაგაძევათ შეხვედრიდან პოროშენკოსთან ერთად,თუ ნატოსკენ ნაბიჯი წინ ვერ გადაიდგა,თუ ქვცეყანა იქცევა-რა გასმევდა,გაწევინებდა და გაცეკვებდა ისე,რომ ამის შესახებ რამდენიმე ქვეყანამ თურმე წერილებიც გამოგზავნა,რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო რატომღაც მალავს?

რა უბედურებაა ეს-ჯერ მიხეილ სააკაშვილის სიგიჟეებმა ხომ მოგვჭრა თავი და ახლა ამან დააგვირგვინა.

და კიდევ- სასწრაფოდ უნდა გასაჯოროვდეს წერილები და დაიდოს კადრები. ქვეყანას აქვს უფლება იცოდეს როგორ იქცევა მისი პრეზიდენტი.