ვიზიტის მიზანი იყო უსაფრთხოების კონტექსტში, როგორ ჩატარდა არჩევნები სამეგრელოში

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, პოლიცია არჩევნებში ვერ ჩაერევა.

გიორგი გახარიას თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის მიზანია კიდევ ერთხელ გადაამოწმოს უსაფრთხოების კონტექსტში რა ხდება რეგიონში.

„მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს მშვიდ და უსაფრთხო გარემოს არჩევნების ჩასატარებლად. ჩვენ ეს შევძელით პირველ ტურში, ასევე შევძლებთ მეორე ტურში. ჩემი ვიზიტის მიზანი იყო უსაფრთხოების კონტექსტში, როგორ ჩატარდა არჩევნები სამეგრელოში. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების ხარისხი მშვიდობიანი არჩევნების ჩატარების კონტექსტში კიდევ უფრო გავზარდოთ. მე ავიღე კურატორობა მთელ საქართველოში არჩევნების მშვიდად ჩატარების, ეს მე დამავალა პრემიერ-ინისტრმა. პოლიცია არჩევნებში ვერ ჩაერევა, პოლიცია იქნება ყველა ადამიანის უფლებების დამცველი და ყველა კანონის დარღვევა პოლიციის მხრიდან იქნება აღკვეთილი,”-განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, თუ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები დადასტურდა ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მოკვლევას აუცილებლად დაიწყებს.