გორის საკრებულოს თავმჯდომარე შვილმკვდარ მშობლებს ბოდიშს უხდის

როგორც გახსოვთ 14 სექტემბერს გორში ჩასულ შვილმოკლულ მამებსა და გორის საკრებულოს თავმჯდომარეს შორის დაპირისპირება მოხდა.

იხ.

https://www.gmtv.ge/46688-2/

დღეს კი დავით რაზმაძე  თავის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს სოციალური ქსელით ბოდიშს უხდის.

„მე მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს დამცველსაც და მოწინააღმდეგესაც, რადგან მმართებდა მეტი თმენის ვალდებულება, არა ჩემი დღევანდელი თანამდებობის გამო, არამედ ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე. ვინც მე მიცნობს მათთვის წარმოუდგენელი იყო ჩემი პასუხი, თუნდაც ჩემი შეურაცხყოფის გამო. შენდობას ვთხოვ შვილმკვდარ მშობლებს და დიდი იმედი მაქვს სიმართლე მალე გაირკვევა”.