ამირან გამყრელიძე – შეხვედრები გვექნება საპატრიარქოსთან, რათა აღდგომის დღესასწაულმა ჩაიაროს ისე, როგორც გვეკადრება და მოსახლეობას სჭირდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს აქვს თავისი რეკომენდაციები. რა თქმა უნდა, იქნება შეხვედრები, საუბარი საპატრიარქოსთან, რათა როგორც შარშან, ჩვენ მივიდეთ საერთო გადაწყვეტილებამდე, რომ აღდგომის დღესასწაულმა ჩაიაროს ისე, როგორც ჩვენ გვეკადრება და მოსახლეობას სჭირდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძე იმედოვნებს, რომ მოქალაქეები ზომიერ ფარგლებში იდღესასწაულებენ და პარალელურად ეპიდსაწინააღმდეგო რეკომენდაციებს დაიცავენ.

„მეორე მხრივ, დაცული უნდა იყოს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რომ დამატებითი სტიმული არ გახდეს ეპიდემიის გავრცელების. ვფიქრობთ, მივალთ ისეთ შეთანხმებამდე, რომ ზომიერ ფარგლებში ვიდღესასწაულოთ და დავიცვათ ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებიც“, – გააცხადა ამირან გამყრელიძემ.