კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით ბესელია სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივას აყენებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ინიციატივით გამოდის, რომ საქართველოში კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნას. ბესელიას თქმით, ჯგუფში შევლენ როგორც პარლამენტის წევრები, ასევე საპატრიარქოს წარმომადგენლები და ექსპერტები. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ მსგავსი ფორმატი იმუშავებს, რათა საზოგადოებაში არც ერთი ღია კითხვა არ დარჩეს.