სახელმწიფო მინისტრი – რეზოლუცია დღის ბოლოს გამოქვეყნდება

სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სამუშაო შეხვედრის ფარგლებში,  მოხსენებას წარადგენს.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, კომიტეტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მიმდინარეობას, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ პროგრესსა და გამოწვევებს განიხილავს.

არსებული ინფორმაციით, დღის ბოლოს კი გამოქვეყნდება რეზოლუცია, რომელშიც ასახული იქნება ევროპარლამენტის პოზიცია საქართველოს ევროპული პერსპექტივის თაობაზე, ასევე ქვეყნაში დემოკრატიული რეფორმებისა და ადამიანთა უფლებების კუთხით არსებული მიღწევების შესახებ ინფორმაცია.