კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს პასუხი „ბაგრატის ტაძრის შეუსწავლელ ციტადელთან“ დაკავშირებით

ბექა ბარამიძე: -„შეუსწავლელ ციტადელთან“ გავრცელებული ინფორმაცია  სიცრუეა! მიზნად ისახავს აჟოიტაჟს და პროვოკაციას

საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ გაიყიდა ბაგრატის ტაძრის მიმდებარედ ისტორიული ნანგრევები.

-გაყიდულია ბაგრატის ტაძრის შეუსწავლელი ციტადელი.

ბოლო წუთამდე მჯეროდა რომ ეს იყო სიცრუე მაგრამ საუბედუროდ ეს ამბავი მართალია.

ყველა ქართველს შეარყევს ეს მოღალატეობრივი აქტი თუმცა მე ქუთაისიდან ვარ და ამ ბებერ ქვებზე გავიზარდე, თითოეული ქვა ბილიკი, წარწერა თუ ჩუქუთმა ჩემთვის იქ მშობლიურია ამიტომ ამ ამბის გაგებამ საუკუნოდ დამაღონა.

წინაპრების დიადი ისტორიის შემორჩენილ ნაშთები ე.წ. კიტოვანის ექს სიძემ და ნაოცნებარი ხელისუფლების კულტურის მინისტრმა მამუკა გიორგაძემ გაყიდა.

სურათზე წითლად მოხაზულ მონაკვეთში ნათლად ჩანს დამცავი ბასტიონის ნაშთები. დღეს ეს ტერიტორია გაყიდულია ირანელი ინვესტორი ააშენებს სასტუმროს და იქაობა გაივსება მეძავებით, არაბებით, ირანელებით და სხვა უცხოტომელებით რომლისგანაც ერთ დროს ეს ციხის კედლები იცავდა.

ჩვენ კი საკუთარი ისტორიის დანგრევას აღმშენებლობას დავარქმევთ იმ სასტუმრო-ჰარამხანას კი ტურიზმს.

ე.წ. გიდები კი პირში ჩილიმ გაჩრილ ულვაშა ,,ტურისტს” საამებლად მოუყვებიან როგორ იპყრობდა მისი უჯიშო წინაპარი ბაგრატის ღვთისმშობლის ტაძარს. უკვე ნარკოლიბერალიზირებული ,,ჰეშდულა” თრიაქით გაბრუებული ისტორიულ ნაშთებზე აგებულ ჰარემში შევა და ქართველ გოგოსთან მასაჟით დაკავდება.

აი რას შვება ფსევდოკაპიტალიზმი და ბიზნეს ინტეტესები-აცხადებს დავით ნემსაძე.

მომავალი თაობის წინაშე დანაშაულად აფასებს ამ ქმედებას „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გოგი წულაია.

-ეს არის ის შეუსწავლელი ადგილი, რომელიც დაამტკიცებს, რომ ქუთაისი მართლა მეხუთეა მსოფლიოში სიძველის მიხედვით. შეუსწავლელი ნანგრევები როგორ უნდაგაყიდო და თან კულტურის სამინისტრომ!“-ამბობს გოგი წულაია.

იხ.

https://www.facebook.com/deci.macia.1/videos/315867242551516/

GmTV საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთბის ხელმძღვანელს, ბექა ბარამიძეს დაუკავშირდა.

სოციალურ ქსელში და ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში ქუთაისის IV-V საუკუნეების ნაქალაქარის მიმდებარედ კულტურის მინისტრის მიერ ისტორიული აბანოს ტერიტორიის გაყიდულ მიწებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა და მიზნად ფართო საზოგადოებრივ აჟოიტაჟს და პროვოკაციას ისახავს.

„არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის“ სახელის ქვეშ იდენტიფიცირებული მოქალაქეების ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული განცხადება აბსოლუტურად დეზორიენტირებულია ობიექტური რეალობისგან და მკითხველს მცდარ მონაცემებს აწვდის.

პოლიტიკური მიკერძოების ნიშნებით გაჯერებულ პათეტიკურ განცხადებაში მოყვანილი ცრუ მონაცემების საპირისპიროდ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მინიშნებულ არქეოლოგიურ ობიექტს (განცხადებაში მინიშნებული ფართი) „ბაგრატის ტაძრის შეუსწავლელ ციტადელთან“ საერთო არაფერი აქვს და ის საკათედრო ტაძრის გალავნიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით 100 მეტრის დაშორებით მდებარე ისტორიული აბანოს კომპლექსია, რომელიც გასული საუკუნის 80 -იან წლებში არქეოლოგ ომარ ლანჩავას ხელმძღვანელობით წარმოებული სამეცნიერო კვლევა-ძიების პროცესის შედეგად გამოვლინდა (კომპლექსი მოიცავდა: აბანოს, შეშის საწყობს, მოსასვენებელ სახლსა და წყლის მოცულობით რეზერვუარს).

იმავე წლებში ქუთაისის ნაქალაქარის ტერიტორიაზე (30 ჰა) განსახლებული იყო 40 მდე ოჯახი, რომელთაც ქ. ქუთაისის იმდროინდელი აღმასკომის დადგენილებით ჩამოერთვათ სამოსახლო მიწების გარკვეული ფართობი, რაც სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა. 2008 წელს 26 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე განახორციელა #03.02.03.108 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის (ისტორიული აბანოს მიწის ფართობის) საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რის შემდეგაც კერძო მესაკუთრეს კანონმდებლობის ფარგლებში მისი განკარგვის უფლებამოსილებაც მიენიჭა. შესაბამისად, არც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და არც ყოფილ მინისტრ მიხეილ გიორგაძეს (ნაცვლად მამუკა გიორგაძისა…) კერძო მესაკუთრის მიერ აღნიშნული მიწის გასხვისების შესაძლო გარიგებასთან არანაირი საერთო არ ჰქონია და არც შეიძლება ჰქონოდა. ამავდროულად, ისტორიულ აბანოს, როგორც უქიმერიონის ციხის კომპლექსის შემადგენელ ნაწილს კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და მას კანონი იცავს. ამასთან ერთად, მიწის აღნიშნული ფართობი მდებარეობს ეროვნული კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ბაგრატის საკათედრო ტაძრის 500 მეტრიანი დაცვითი ზონის არეალში, რომელზეც ნებისმიერი შეუთანხმებელი ფიზიკური ჩარევა დასჯად ქმედებად ითვლება-განაცხადა ბექა ბარამიძემ.

bagrat(1)

bagrat