მოსამართლემ გიორგი მაქარაშვილი დააჯარიმა

როგორც გახსოვთ, დიმიტრი ლორთქიფანიძემ ტელე–კომუნიკაციების მარეგულირებლის აუდიო–ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის უფროსს და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა. უფლებადამცველმა სამართლებრივი რეაგირებისთვის სახალხო დამცველის აპარატსაც მიმართა. საქმე ეხემა პირდაპირ ეთერში მარიხუანას მოწევის ფაქტს.

იხ.

https://www.gmtv.ge/46196-2/

შემდეგ კი ლორთქიფანიძემსასამართლოს მიმართა და განაცხადა, რომ  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე ტვ “იბერიაში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

იხ.

https://www.gmtv.ge/46280-2/

მისივე თქმით საქმეს მოსამართლე ნათია ტოგონიძე წარმართავდა.

დღეს ცნობილი ხდება, რომ მოსამართლემ გიორგი მაქარაშვილი სამართლდამრღვევად სცნო.

– თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნათია ტოგონიძემ, 1 საათის წინ , ადმინისტრაციულ სამართლდამრღვევად სცნო მოქალაქე გიორგი მაქარაშვილი და დააკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით! არც ერთი ნარკოპროპაგანდისტი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი!!!“-აცხადებს ლორთქიფანიძე.