„უმცირესობის წარმომადგენლები ზოგი კურდღლებივით, ზოგი ბაჭიებივით დაიქსაქსნენ”

„ევროპული საქართველოს“ მიერ საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზის დატოვებას უმრავლესობის დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი, ნუკრი ქანთარია გამოეხმაურა:

-„უმცირესობის წარმომადგენლები ზოგი კურდღლებივით, ზოგი ბაჭიებივით დაიქსაქსნენ აქეთ-იქით. ახლა უნდა ყოფილიყო მთავარი კითხვები თქვენ მიმართ და როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ თავისი საქმე შეასრულეს, ამოწურეს და ახლა მიემალნენ ამას. მათი გასვლით ნათელია აქ ყველაფერი. საზოგადოებას, მგონი, კითხვები აღარ უნდა დარჩეს და მათ სპეკულაციებს აღარ უნდა აჰყვეს,“- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.