„იმედი მაქვს ხელისუფლება გამოიჩენს კეთილგონიერებას, თორემ ცუდად დაამთავრებს!“

რუსთაველზე იმყოფება ჩვენი ჟურნალისტი დათო დოლიძე, რომელიც საავადმყოფოდან ამ წუთებში დაბრუნებულ ზაზა სარალიძეს გაესაუბრა.

-წვიმა იქნება, ქარი თუ თოვლი, აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ არ დადგინდება სიმართლე. დღეს მე სხვა ტელევიზიებშიც ვთქვი, რომ ველოდებით ოთხშაბათის სხდომას, იმედი მაქვს ხელისუფლება გამოიჩენს კეთილგონიერებას და დადგება სიმართლის მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ცუდად დაამთავრებენ. მათი წამზომი ჩართულია, ვითხოვთ სიმართლის დადგენას და ნუღარ გვეთამაშება ნურავინ“-განაცხადა სარალიძემ

პარლამენტთან არ მოსულა მალხაზ მაჩალიკაშვილი, ის ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია, სადაც მისი მეუღლე მედეა მაჩალიკაშვილი დღეს გადაიყვანეს.

პარლამენტთან ამაღამაც 10-12 ადამიანი გაატევს ღამეს. იქვე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.