თბილისში ელექტროენერგიის ვაუჩერები არ გაცემულა

კახა კალაძე

თბილისის მერი

-“დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თბილისში მოხდა ელექტროენერგიის ვაუჩერების დარიგება, რაც არასწორი ინფორმაცია იყო. ვირუსს ებრძვის არა მხოლოდ თბილისი, არამედ მთელი საქართველო და მსოფლიო. ამიტომ, ის გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება მიღებული კომუნალურ გადასახდებთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით გავრცელდება და ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი მომდევნო დღეებში გააკეთებს განცხადებას,”