“სავალუტო შავი ბაზრის” წარმოშობა თავიდან უნდა ავიცილოთ

მიხეილ ჯიბუტი

ეკონომისტი

ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციიის მომსახურება სავალუტო გადამცვლელი პუნქტებსა და ბანკებში, პრინციპში, ტექნიკურად ერთმანეთისაგან არ განსხვავდება. თუ არ მოხდება ნაყიდი კუპიურების დეზინფექცია და მისი მხოლოდ ამის შემდეგ გაყიდვა, მაშინ ინფექციის გავრცელების თვალსაზრისითაც არაა განსხვავება.ამიტომ ვალუტის ყიდვა -გაყიდვის მარტო ბანკებში გადატანა ინფექციის თვალსაზრისით არ იქნება იმდენი ეფექტის მომტანი, რამდენადაც დაზარალდებიან ადამიანები – დისკომფორტისა და ტრანზაქციის, გადახურდავების ხარჯების ზრდის გამო.

მაშტაბიანი “სავალუტო შავი ბაზრის” წარმოშობის თავიდან ასაშორებლად ბანკებს უნდა დაუდგინდეთ ვალუტის გადაცვლისათვის საკომისიო გადასახადის ჭერი. თუმცა საბანკო სისტემის გარეთ არსებული ფულადი მასისა და მისი პერსონილიზების სურვილის გათვალისწინებით,მაინც უკეთესია სავალუტო ჯიხურების ფუნქციონირება გაგრძელდეს და იქ იქნას დაცული უსაფრთხოების წესები.