თვალავაძე ბრალს არ აღიარებს და თავს დამნაშავედ არ სცნობს

როგორც საზოგადოებისთვის გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ იყიდებოდა ფსიქოტროპული საშუალებები. სუსის ცნობით, გია თვალავაძე არ ახდენდა შესაბამის რეაგირებას „ცხელ ხაზზე“ შესულ შეტყობინებებზე, რომელიც ამ აფთიაქების მხრიდან ფსიქოტროპული წამლების უკანონოდ რეალიზაციას შეეხებოდა.

სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე და უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული 5 მოქალაქე დააკავეს.

თვალავაძე გამომძიებლების კითხვებს რამდენიმე სათის განმავლობაში პასუხობდა. ის ბრალს არ აღიარებს და თავს დამნაშავედ არ გრძნობს.