“შენ უგულო არაადამიანების სიაში ხარ!”

კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია “პირველი”-ს გადაცემა “პირველებში” სტუმრობისას ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

ზაზა სარალიძის შემთხვევაზე გამიჩნდა ძალიან დიდი განცდა, რომ მან შვილი დაკარგა, მაგრამ განცდა, რომ ზაზა სარალიძე იჩაგრება მე არ მაქვს, იმიტომ, რომ არცერთ საქმეზე, ამდენი ქმედება არ ყოფილა, არცერთ საქმეზე არ შექმნილა კომისია. შესაძლოა სიმართლეს ვერ მიაკვლია ვერც გამოძიებამ და ვერც კომისიამ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სარალიძე დაიჩაგრა”– განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ხაინდრავას შვილმოკლული მამა ზაზა სარალიძე პასუხობს:

“შენ რისი განცდა უნდა გქონდეს ბიძაჩემო. განცდას მაშინ ნახავ საკუთარ შვილს მომაკვდავს როცა დაადგები თავზე და ვერაფერს უშველი. განცდა მაშინ გექნება როცა აგიჩეხავენ შვილს და ხელისუფლება დაგცინებს. განცდა მაშინ გექნება როცა შენი მკვდარი შვილით ვაჭრობას დაიწყებს მთავრობა. მანამდე შენ უგულო არაადამიანების სიაში იქნები.”