“ვიდგები ყველგან იქ, სადაც უნდა იყოს ყველა კაცი! ყველა მამა!”

“რეფორმატორების” ლიდერი ირაკლი ღლონტი შვილმოკლული მამების აქციაზე მივიდა და მშობლებს სოლიდარობა გამოუცხადა.

-მე რომ პოლიტიკურ კარიერას ვგეგმავდე დღეს, ბევრი გაკვეთილის შემდეგ ბევრად სოლიდურად წარვსდგებოდი თქვენს წინაშე ვიდრე როდესმე, მე რომ პარტიული საქმიანობა მინდოდეს, არავის არ გადავურჩევივარ, ახლაც მე გახლავართ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,რეფორმატორების” თავმჯდომარე ! მე რომ დღეს პოლიტიკურ საქმიანობას ვახორციელებდე არ დავემშვიდობებოდი ე.წ. ტაიმ აუტის რეჟიმით კოლეგებს პოლიტიკაში და ვიქნებოდი რომელიმე ოპოზიციურ კოალიციაში, ისე, როგორც 2012 წლიდან აქტიურად 2017 წლამდე !

მიზნად დასახული მაქვს დიასპორის და ემიგრაციის მიმართულებით საზოგადოებრივი საქმიანობა, რადგან ბევრზე უკეთ მესმის, თუ როგორ იხმობს საკუთარ შვილებს სამშობლო ! ბევრზე უკეთ ვიცი, რომ საქართველოს მოღონიერების და დეოკუპაციის გასაღები ჩვენს ხელშია ! ერთად ემიგრაციასთან და წარმატებანანახ დიასპორელებთან !

ნუ გიკვირთ, მე კვლავ ცოცხალი ვარ და ცხადია ვიდგები ყველგან იქ, სადაც ჩაგვრაა, სადაც ქვეყნის საგარეო კურისის მიზანმიმართული კრიზისია, სადაც მედიის და სასამართლო სისტემის, როგორც დემოკრატიის ბარომეტრის მიმართ ხორციელდება შტურმი, სადაც ჩემი ხალხის მიმართ ინსტიტუცუები გამოხატავს უკანონო დამოკიდებულებას ! მე ვდგავარ და ვიდგები ყველგან იქ, სადაც უნდა იდგეს ყველა კაცი ! ყველა მამა, თითოეული ქართველი, ვინც სწორად აფასებს გამოწვევებს ! ყველა, ვინც აგრძელებს საქართველოს ისტორიას და შეურიგებელია შიდა თუ გარე მტრის თავგასულობის მიმართ !

და ბოლოს, თუ პოლიტიკურ საქმიანობას დავგეგმავ, აუცილებლად გაიგებთ ამას, რადგან ყველა კართან პირადად დავაკაკუნებ და დამაჯერებლად გეტყვით, რომ მოვედი (თ), მზად ვართ და ცვლილებამდე დარჩა 1 თვე !