„ყველასთან მივალ, ყველა ასეთ შეკრებაზე მივალ“

ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის გრიგოლ ვაშაძის ამომრჩეველთან შეხვედრაზე გამოჩენამ საზოგადოების ერთ ნაწილში საკმაოდ უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, თუმცა პარლამენტთან მისულმა სარალიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ის ყველა ასეთ შეკრებაზე მივა.

-მე ყველგან მივალ, ყველასთან მივალ, ყველა ასეთ შეკრებაზე მივალ, სამართალმა უნდა იზეიმოს“-განაცხადა სარალიძემ.