„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საგანგებო განცხადება

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურის განცხადება

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის სახელით, ყალბი მისამართიდან ვრცელდება ცრუ ინფორმაცია ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური აცხადებს, რომ ეს არის დეზინფორმაცია და მოუწოდებს მედიასაშუალებებს ნუ შეუწყობენ ხელს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას.