“ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის წევრები იკრიბებიან

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის წევრები იკრიბებიან. შეკრებაზე მიწვეული არიან პარტიის წევრები. შეხვედრას დაესწრება ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

„ოცნების“ წევრები ამბობენ რომ შეკრების თემა მოახლოებული არჩევნებია.

როგორც დეპუტატები ამბობენ, ისინი ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის 6 წლისთავთან დაკავშირებით შეიკრიბნენ, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ უჩვეულო არაფერი ხდება და ცენტრალურ ოფისში ისინი ყოველ ორშაბათს იკრიბებიან.

უკვე არსებული ინფორმაციით შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს.