“თუ არ გამიჯნა კანდიდატობა და ივანიშვილის ფონდი, არის არჩევნებიდან მოხსნის საფუძველი”

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დღემდე ნინო ანანიაშვილი ბიძინა ივანიშვილის ფონდიდან  იღებს თანხას, „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი კახა ძაგანია ეხმიანება და ამბობს, რომ აშკარად საარჩევნო კოდექსის დაღვევაა, როდესაც არჩევნებში მონაწილე სუბიექტები ერთმანეთს აფინანსებენ. ძაგანია არ გამორიცხავს, რომ ამ დღეებში განცხადებით ცესკოსაც მიმართონ.

„მემარცხენე ალიანსი” პრეზიდენტობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს მოვუწოდებთ არჩევანი გააკეთოს კანდიდატობასა და ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ საქველმოქმედო ფონდს შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში ის უხეშად არღვევს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას, რაც მისი არჩევნებიდან მოხსნის საფუძველია“-აცხადებენ ალიანსში.