ზურაბიშვილმა შემოწირულების სახით მილიონ ლარზე მეტი მიიღო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 1-დან 3 ოქტომბრის ჩათვლით შემოწირულების სახით მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

ვინ რა თანხა შესწირა პრეზიდენტობის კანდიდატს შეგიძლიათ იხილოთ

https://monitoring.sao.ge/results?p=805&from=&to=&af=&at=&l=0&n=&i=

სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც მხარს მმართველი გუნდი უჭერს, 50 000 ლარი შესწირა თბილისის მერმა კახა კალაძემ, ხოლო 45 000 ლარი შესწირა პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული” საქართველოს თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ძმამ ალექსანდრე ივანიშვილმა.