„ვლადიკავკაზში ქართული სკოლა შეინარჩუნეს და ჩვენი ხელისუფლება ყურადღებასაც არ აქცევს!“

პრეზიდენტობის კანდიდატი თემურ შაშიაშვილი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და ამბობს, რომ თუ თავად არ მოვინდომეთ, სწორად არ წარიმართა პოლიტიკა, დადებითი შედეგი არ მიიღება.

შაშიაშვილი ყურადღებას ამახვილებს ჩრდილოეთ ოსეთში არსებულ ქართულ სკოლაზე, რომელიც ამჟამადაც ფუნქციონირებს და მოსწავლეები ქართულად სწავლობენ, თუმცა სკოლას აქვს პრობლემა-მასწავლებელი არ ჰყავთ, ბავშვებს საგნები ქართულად ასწავლოს!

-ჩრდილოეთ ოსეთში ერთი ქართული სკოლაა. იქ, სკოლაში თუ 300 ბავშვზე ნაკლებია, აშსასწავლო დაწესებულება დახურვის წინაშე დგება და მე მიხარია, რომ ეს სკოლა ჩვენ შევინარჩუნეთ.

შევინარჩუნეთ ის, რაც ვლადიკავკასში პატრიარქის სახელთან იყო დაკავშირებული. პირადად შევხვდი ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობის თავმჯდომარეს და უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი გადავწყვიტეთ, შემდეგ წინა პრემიერ-მინისტრებს მივწერეთ, რომ ამ სკოლას სჭირდება პატრონობა, ადრე ამ სკოლაშ ათასი ბავშვი სწავლობდა და ახლა 45 ძლივს იქნება, იცით რა უჭირს ვლადიკავკაზში ქართულ სკოლას? – პედაგოგები!

წარმოგიდგენიათ? კანონით ჩრდილოეთ ოსეთში ეს სკოლა არ უნდა არსებობდეს, მაგრამ იქაურები ინარჩუნებენ მას და ამისთვის დიდი მადლობა ჩვენს მეგობრებს. ჩრდილოეთ ოსეთში უამრავი ქართველო ცხოვრობს და ამ სკოლის არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს არ ესმის ჩვენს მთავრობას.

როგორ შეიძლება ამ სკოლას პედაგოგები არ ჰყავდეს, რომელიც ბავშვებს ქართულად ასწავლიან. ჩვენ ვართ მთავრობა? ჩვენ ვართ ხელისუფლება? 200 კილომეტრში უაღრესად მნიშვნელოვან სკოლას ქართულის მასწავლებელი პედაგოგი არ ჰყავს!