თუ ახალგზარდებს საშუალება არ მივეცით, რომ ცოდნა გამოიყენონ, ყველაფერი აზრს დაკარგავს!

არჩევნებამდე ერთ თვეზე ცოტა მეტი დრო რჩება და ქვეყანაში პოლიტიკური სიცხე ბუნებრივ სიცხესთან ერთად მატულობს. ბრძოლა რაიონების მაჟორიტარობისთვის გადამწყვეტ ფაზაში შედის. ერთ-ერთი გამორჩეული რაიონია მცხეთა, სადაც წინასაარჩევნო კამპანია დაწყებულია და საზოგადოებისთვის ახალი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ საკმაოდ მწვავედაც მიმდინარეობს.

   მცხეთის რაიონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატ, ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელია. რა პრობლემა ესახება მას სასწრაფოდ გადასაჭრელად და როგორ აპირებს დასახული გეგმის განხორციელებას? აპირებს თუ არა ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და რა სიახლეების დანერგვას ეცდება, თუ საკანონმდებლო ორგანოში მოხვდება?

    ცეზარ ჩოჩელის პოზიცია GeoMediaTV-ზე.

-“რეგიონში ყველაზე დიდი პრობლემა დასაქმებაა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სახელმწიფოს უნიკალური პროექტები აქვს, როგორიც არის მაგალითად სტარტაპების, ასევე  „აწარმოე საქართველოში” პროგრამები, მათით ძალიან ცოტა ვინმეს თუ უსარგებლია, რადგან არანაირი მუშაობა არ მიმდინარეობს იმისთვის, რომ მოსახლეობამ აღნიშნული პროგრამებით ისარგებლოს. არის ინფორმაციის ნაკლებობაა, გამგეობებში და მუნიციპალიტეტებში შტატები უაზროდ იბერება. არაფერი არ კეთდება იმ მიმართულებით, რომ შეიქმნას საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც მოსახლეობას პროექტების დამუშავებაში და ამა თუ იმ წინადადების მომზადებაში დაეხმარება. ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი სამუშაოა გასატარებელი. დღეს ცენტრალური ხელისუფლებიდან გაცილებით მეტი ინიციატივა მოდის, ვიდრე ადგილობრივებიდან, არავისთვის უცხო არ არის, რომ ადგილზე არაფერი კეთდება, ეს ქვეყანაზე ძალიან ცუდად მოქმედებს.

გარდა ამისა, მცხეთა ტურიზმის მხრივ ძალიან დიდი პოტენციალის მქონეა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა და მოხდეს ყველა იმ პროექტის აღდგენა, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების უგუნურობის გამო იქნა შეჩერებული.

აუცილებელია საგადასახადო კანონდმებლობის ლიბერალიზაცია, კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა სჭირდება დამწყებ ბიზნესმენებს. აქვე მნიშვნელოვანია, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში არაფრისმაქნისი შტატების გადახედვის აუცილებლობა. მათ მაგივრად უნდა შეიქმნას ფუქნციონალური დატვირთვის მქონე შტატები, რომელიც მეტ ინფორმაციას მიაწვდის მოსახლეობას და მათ სახელმწიფო პროგრამებში გარკვევაში დაეხმარება.

უნდა გაგრძელდეს ყველა შეჩერებული პროექტი, ამ საკითხებზე მსჯელობა და მოლაპარაკება ცენტრალურ ხელისუფლებასთან თავიდან უნდა დავიწყოთ და უნდა მოხდეს მცხეთის სრული რეაბილიტაცია. ეს ყოველივე გაზრდის დასაქმებას,  რაც მეტად გაიზრდება დასაქმება, ადგილობრივი ბიუჯეტიც პროპორციულად გაიზრდება.

განსაკუთრებული ყურადღებაა გასამახვილებელი ახალგაზრდობაზე. ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს თავიანთი მიმართულებით დასაქმების საშუალება უნდა მიეცეთ. დღეს რომ გადავხედოთ, მცხეთაში უკვე აშენებულია 10-მდე ქარხანა. ამ მიმართულებით თუ ვიმუშავებთ, შესაძლოა უახლოეს მომავალში რამდენიმე სერიოზული ინვესტორი მოვიზიდოთ და ახალი საწარმოები გავაჩინოთ. თუ ახალგზარდებს საშუალება არ მივეცით, რომ ცოდნა გამოიყენონ, ყველაფერი აზრს დაკარგავს. თუ სამუშაო ადგილები არ შეიქმნება, ახალგაზრდობის გადინება ქვეყნიდან უფრო გაიზრდება და ცუდ შედეგებამდე მივალთ.

საჭიროა ტურიზმის განვითარება. ჩვენ შეგვიძლია მცხეთაში ორჯერ და სამჯერ მეტი ტურისტი შემოვიყვანოთ, თუ რა თქმა უნდა ქალაქის განვითარებას სწორ მიმართულებას მივცემთ“.

კომენტარის დატოვება