ჩვენი პოზიცია ურყევია: მხოლოდ ქართული გზა!

ყოველ  ხუთშაბათს, 17 საათზე და ყოველ ორშაბათს, 19 საათზე ტელევიზია „ქართული ტვ“ -ს მხარდაჭერით ასევე ყოველ პარასკევს „საქართველოს რესპუბლიკაში“

მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი: ჩვენი პოზიცია ურყევია: ქართული მხოლოდ ქართული გზა.

   მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი აგრძელებს მოსახლეობასთან, საზოგადო მოღვაწეებთან, მეცნიერებთან დათათბირებით შერჩეული იმ ადამიანთა სიების გამოქვეყნებას, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში ძირითადში კარგი განწყობაა.    გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკასთან“ შეთანხმებით, ყოველ პარასკევს ქვეყნდება ასეთ  ადამიანთა სიები.12 და 19 აგვისტოს ნომრებში გამოქვეყნებულმა მასალებმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია.  ეს პროცესი გაგრძელდა  26 აგვისტოს „საქართველოს რესპუბლიკის“ ნომერშიც.

ამ პროცესს მხარდაჭერა გამოუცხადა „ქართულმა ტვ“ – მ, რომლის ეთერშიც ყოველ ხუთშაბათს 17 საათზე მოხდება სიების წარდგენა, ხოლო   ამავე ტელევიზიის პირდაპირი ეთერით, ყოველ ორშაბათს, 19 საათზე,   მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის წევრების და ყველა დაინტერესებული პიროვნების მონაწილეობით გავა  სპეციალურ გადაცემა:   „ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება“.

„მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის  პოზიცია ურყევია: ჩვენ დიდი პროცესი დავიწყეთ, მას კიდევ უფრო მასშტაბურად გავაგრძელებთ, არ მოვეშვებით არც ერთ პრობლემას, რაც ხალხში და ქვეყანაშია…ჩვენ არც იმას ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ სიმართლის საბოლოო ინსტანცია, მაგრამ დაპირისპირება,  პარტიების გაფეტიშება, პარტიული ინტერესის ქვეყნის ინტერესზე მაღლა დაყენება რომ დამანგრეველია,  თანამშრომლობის ჰარმონიზაცია  რომ აუცილებელია, ვფიქრობთ არც ეს არის საკამათო. სწორედ ამიტომ არის საჭირო ჯანსაღი დისკუსია, ჯანსაღი პაექრობა . ეს ჩვენი გზაა. დიდი მადლობა ყველას, ვინც საფუძვლიანად ეცნობა მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის ნააზრევს, ვინც შეძლებს,   რომ სხვაც დააინტერესოს.   კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისათვის.“  – ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის მიმართვაში.

 

კომენტარის დატოვება