კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე შუქნიშნები 10 დღეში ჩაირთვება

კოსტავასა და შარტავას ქუჩების რეაბილიტაციის გამო გათიშული შუქნიშნები უახლოესი 10 დღის მანძილზე ეტაპობრივად ჩაირთვება.

ამჟამად, მიმდინარეობს შემდეგ მისამართებზე მდებარე შუქნიშნების სარეკონსტრუქციო სამუშაოები:

* კოსტავასა და მიროტაძის ქუჩების გადაკვეთაზე;

* კოსტავას ქუჩა N75-თან;

* კოსტავას ქუჩა N77-თან;

* შარტავასა და კალანდაძის ქუჩების გადაკვეთაზე.

აღსანიშნავია, რომ სააკაძის მოედანი ქვეითთათვის, მათ შორის, შშმ პირებისთვის ადაპტირდება და არსებულ შუქნიშნებს ქვეითთა სექციებიც დაემატება.

ქვეითთა შუქნიშნები ასევე დამონტაჟდება შარტავას ქუჩა N7-თან – თბილისის მერიის შენობასთან და შარტავას ქუჩა 42-თან, რაც ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებასა და კომფორტს უზრუნველყოფს.