არ მოვისვენებ, სანამ მის ხელებზე ბორკილებს არ დავინახავ!-დამნაშავე სოფელში ნახეს!

დავით ცხვარაძე

”ძებნაში მყოფ პოლიციელის დაკავებას ყოფილი კოლეგები აჭიანურებენ”- ვერსიები თუ სად იმალება პოლიციელი.

პროკურორი გიორგი ცხოვრებაძე:- ”დღეიდან გოდერძი თევზაძეზე ძებნა გამოცხადდა”

სამართალდამცავი, რომელიც თავად გახდაა სამართალდამრღვევი ინსპექტორ გამომძიებელი, პოლიციის მანდატ შეჩერებული, უკვე ბრალდებული, ძებნაში მყოფი გოდერძი თევზაძის დაკავებას საკუთარი უწყება თავს არიდებს, ამას გარდაცვლილი სტურას ოჯახისწევრები აცხადებენ და ამბობენ რომ თევზაძის დაკავების პროცესს საკუთარი უწყება მიზნობრივად აჭიანურებეს, ჩნდება კითხვა იმ შემთხვევაში თუ გოდერძი თევზაძეს საქართველოს საზღვარი არ დაუტოვებია, მაშინ რატომ აჭიანურებს უწყება მოძალადე პოლიციელ თევზაძის დაკავების პროცესს?

ფაქტები ცხადყოფს, რომ თევზაძის დაკავება ვიღაცას არ აწყობს.

” გოდერძი თევზაძის დაკავება არ ხდება იმის გამო რომ მასზე ბორკილების დადება პოლიციას არ აწყობს, გოდერძის დაკავება სხვასაც ჩაიძირავს, ამიტომ არავის აწყობს მისი დაკავება პოლიცამ მოგვატყუა ვითომ იყო მისული სახლში მოსაძებნად, რათ უნდა ძებნა მე გეუბნებით რომ გოდერძი თევზაძე გუშინ სოფელში ნახეს, სამტრედიის რაიონის სოფელ წიაღუბანში, მე ავიდე მანდამაინც გადავუღო ფოტო? და მივაფარო გამომძიებლებს სახეზეე? როდემდე უნდა დაგვახუჭინონ თვალები”_აცხადებენ გადრაცვლილის ახლობლები.

-“გოდერძიამ დამიქცია ოჯახი!  არ მოვისვენებ სანამ მის ხელებზე ბორკილებს არ დავინახავ”- აცხადებს გარდაცვლილის დედა.

კომენტარის დატოვება