კვარაცხელიას პარტია “სოციალისტები” რეგისტრაციიდან მოხსნილია

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების რეგისტრაციიდან მოხსნა  პრორუსული პარტია კვარაცხელია-სოციალისტები. გადაწყვეტილება ცესკომ დღეს მიიღოს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მათთვის 29 აგვისტოს რეესტრიდან მიღებული ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით, განუხილველად იქნა დატოვებული პოლიტიკური გაერთიანება ნეიტრალური საქართველოს 2016 წლის 1 აგვისტოს განცხადება ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილებით რეგისტრაციის თაობაზე.

როგორც ცესკო აცხადებს, “საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ვალერი კვარაცხელია არ წარმოადგენს პარტიის თავმჯდომარეს, რაც „2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი არჩევნებისათვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ ცესკოს 2016 წლის 19 აგვისტოს დადგენილების საფუძველზე, წარმოადგენს პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს”.

კომენტარის დატოვება