ნიკა მემანიშვილი: დემურ სტურუას მკვლელს ორშაბათს დააკავებენ?..

     ნიკა მემანიშვილი

   უფლებადამცველი

-“მინდა გამოვეხმაურო დემურ სტურუას საქმესთნ დაკავშირებულ მოვლენებს. მტკნარი სიცრუეა ის, რომ თითქოს არ იციან ზონდერ პოლიციელის ადგილსამყოფელი. დაიმახსოვრეთ!  ხელისუფლებისთვის, რომელსაც სამართლიანობის მოტრფიალედ მოაქვს თავი, წინასაარჩევნოდ ასეთი საქმის გამოძიება გარდაუვალი პოლიტიკური საჭიროება და აუცილებლობაა!

ზუსტად ვიცი, რომ იციან სად იმყოფება დამნაშავე პოლიციელი.  პიარ ტექნოლოგიაა ერთგვარი, მოახდენენ ამ საქმის დრამატიზაციას და რამდენიმე დღეში დაიჭერენ იმ პოლიციელს, ჩემი ვარაუდით ეს იქნება ორშაბათს, რადგან ახალი კვირა იწყება ახალი თემით, როგორც ამ ორშაბათს დაიწყო…

ძალიან საინტერესოა ხელწერა აქვს სპეცსამსახურებს, არა? სამტრედიის პოლიციის უფროსის გათავისუფლებას რაღა უნდა? ისიც მიმალვაში ხომ არ არის? თუ არ ექვემდებარება მორალურ პასუხისმგებლობას მაინც, იმის გამო რაც მისმა თანამშრომელმა ჩაიდინა? ვის ჯერა რომ პოლიციის უფროსმა არ იცის რას სჩადიან მათი თანამშრომლები? მე არ მჯერა…

p.s. იმედი მაქვს საზოგადოებას ცილს აღარ დაგვწამებს უსირცხვილოდ შინაგან საქმეთა მინისტრი, თითქოს ჩვენ ვახდენთ პოლიციის დისკრედიტაციას”.

 

კომენტარის დატოვება