თბილისის მერზე წინასაარჩევნოდ თავდასხმა, ქვეყანაში სიტუაციის არევას ემსახურება!..

“მემარცხენე ალიანსის” გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის მერზე, დავით ნარმანიაზე თავდასხმა, წინასაარჩევნოდ, ქვეყანაში სიტუაციის არევას ემსახურება. მისი თქმით, პარტია თბილისის მერის მუშაობით უკმაყოფილოა.

“თავდასხმა მიმდინარეობს თბილისის მერზე, რადგან ქვეყანაში სიტუაცია აირიოს. მერი რომ ვერ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა და როგორც თბილისს სჭირდება, ეს გასაგებია. იჩეხება ხეები, ამაშიც ვეთანხმები მერის ოპონენტებს, მაგრამ ის, რომ არჩევების, წინ მერი გადადგეს, ეს აბსურდული მოთხოვნაა და სიტუაციის არევას ემსახურება”, – აღნიშნა სოსო შატბერაშვილმა “პირველ პრესკლუბში”.

კომენტარის დატოვება