მაშველები მტკვარში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

მაშველები მდინარე მტკვარში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

უწყების ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ჩართულია 9 კაციანი სამაშველო ჯგუფი, ორი მყვინთავი და სპეცკატერი, რომელიც ექოლოტით არის აღჭურვილი.

მამაკაცი, სავარაუდოდ, გუშინ, 18 აგვისტოს დაიკარგა.