კობახიძე: მქონდა სარწმუნო ინფორმაცია პრეზიდენტზე…

ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა.

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კომისიის რიგ  სუბიექტებთან გამართულ კონსულტაციებზე განცხადება გააკეთა და აღნიშნულ ინფორმაციას სამწუხარო უწოდა.

„მქონდა სარწმუნო ინფორმაცია იმაზე, რომ პრეზიდენტი ცალკეულ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართავდა კონსულტაციებს მათ მიერ კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ეს ინფორმაცია მართლდება. ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე სუბიექტს განძრახული აქვს შესაბამისი გადაწყვეტილების გახმოვანება, თუმცა ეს ყველაფერი ხელს ვერ შეუშლის იმ სამუშაოს ბოლომდე მიყვანას, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში დავიწყეთ. ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ ჩვენთვის დასახულ მიზანს, იმ მიზანს, რომელიც ჩვენ საქართველოს პარლამენტმა დაგვისახა. ამ მუშაობის საბოლოო შედეგები იქნება ძალიან დახვეწილი კონსტიტუციის შემუშავება“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.