მიეცით შანსი თქვენს შვილებს და ბატონ ცეზარს საშუალება იზრუნოს თქვენს შვილებზე!

ნონა ფიცხელაური

-„ვწერ იმას, რასაც ახლა ვგრძნობ.

მე ტრადიციების მიმდევარ ოჯახში გავიზარდე,ყოველთვის მიკვირდა რატომ შეიძლებოდა სხვებისთვის ყველაფერი და ჩემთვის არა.სამი და და ერთი ძმა ისე აღგვზარდეს მშობლებმა, რომ ცხოვრებაში მთავარი იყო ღირსება,ზნეობა, მორალი,სამშობლოს სიყვარული…ფული,თანამდებობა, კარიერა ჩემთვის არსოდეს ყოფილა მიზანი, ვცდილობდი ჩემი ყველა ნაბიჯი მორალისა და ზნეობი ჩარჩოებს არ გასცდენოდა. როდესაც ცხოვრების ასპარეზზე გამოდიხარ, ხვდები, რომ შენნაირად ბევრი არ ფიქრობს, ბევრისთვის არაა სამშობლო უპირველესი და იბნევი, სწორედ ამ დროს ჩნდებიან შენს გვერდით ადმიანები, რომლებიც გაგრძნობინებენ, რომ მარტო არ ხარ, შენნაირი ბევრია.. სწორედ ასეთი ადამიანი არის ცეზარ ჩოჩელი – წესიერი, განათლებული, ღირსეული ადამიანის დამფასებელი და მისი მოყვარული, მშრომელი და შრომის ფასის მცოდნე, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული და რაც მთავარია – ოჯახისთვის კარგი შვილების მამა, ღირსეული მეუღლე. ეს ის თვისებებია, რაც მე ამ ადამიანში დავინახე.

ყოველთვის მიხაროდა მისი ნაცნობობა.  ჩვენ ერთად საქართველოს საკეთილდღეო საქმეს ვაკეთებდით. მე მართალია კენჭი ვიყავი, მაგრამ მის გვერდით მეგონა დიდი საქმეს ვაკეთებდი……როცა მას ესაუბრები, შენს წინ დგას ერთი უბრალო, მორიდებული ადმიანი,სულ რომ მოწიწებით გესაუბრება. მასში ვერ დაინახავ მედიდურობის ვერც ერთ წვეთს და როგორც ჩვეულებრივ მოკვდავს გინჩდება შენს თავთან კითხვა – ეს ის ცეზარ ჩოჩელია? ბიზნესმენი,დიდი საწარმოების მეპატრონე, შეძლებული ადამიანი?

მე არავის დამრიგებლად არ გამოვდგები, მაგრამ ჩემს თავს მივცემ უფლებას და გირჩევთ ყველა მუხრანელს, დიდ და პატარა ქანდელს, წეროვნელს,მცხეთელს და ყველას- მიეცით თქვენ შვილებს შანსი და ბატონ ცეზარს საშუალება იზრუნოს თქვენს შვილებზე! მათ მომავალზე და ყველამ ერთად ავაშენოთ ძლიერი ქვეყანა–ქართული სახელმწიფო რომ ჰქვია“

კომენტარის დატოვება