„ე.წ წითელი ბაღის რეაბილიტაცია იყო ჩემი წინასაარჩევნო დაპირებებიდან ერთ-ერთი, რაც უკვე შესრულდა“

ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ აქციაში საბურთალოს მაჟორიტარი დავით უთმელიძე ჩაერთო.

მისი თქმით ეს საკმაოდ საჭირო აქციაა და ბაღის რეაბილიტაცია, რომელიც დღეს აქციის ფარგლებში  გამწვანდა, არის მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, რაც უკვე ასრულდა.

– დღეს, ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ აქციაში მივიღე მონაწილეობა, რომელიც თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გამართა. გოძიაშვილის ბაღის (ე.წ წითელი ბაღის) რეაბილიტაცია იყო ჩემი წინასაარჩევნო დაპირებებიდან ერთ-ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. რადგან ეს ბაღი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საბურთალოს მაცხოვრებლებისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ იყოს მაქსიმალურად გამწვანებული და კეთილმოწყობილი. რეაბილიტაციის შედეგად კი გვექნება კიდევ ერთი, ძალიან ლამაზი და მწვანე მოსასვენებელი სივრცე თბილისსა და საბურთალოზე”-განაცხადა უთმელიძემ.

მაჟორიტარის თქმით, ღონისძიების ფარგლებში, პარკში დაირგო 150 ძირი, სამი სახეობის დიდტანოვანი ხე (80 არიზონას კვიპაროსი, 35 ჭადარფოთოლა ნეკერჩხალი, 35 ევროპული მუხა). პარკში წლის ბოლომდე დაირგვება 15 სახეობის 462 ნერგი და 6 სახეობის 2300 ძირი ბუჩქი

ჯამში პარკში წლის ბოლომდე დაირგვება 15 სახეობის 462 ნერგი და 6 სახეობის 2300 ძირი ბუჩქი.