„მოქალაქეები ამბობენ, გადასატანი ყუთი პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ მოაქვთო…“

პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი აცხადებს, რომ გადასატან ყუთთან დაკავშირებით არის პრობლემა და მას უკვე არაერთმა მოქალაქემ მიმართა. ის ცესკო-ს თავმჯდომარეს მიმართავს და რეაგირებას მოითხოვს.

-ქალბატონო თამარ!

ჩვენთვის ცნობილი გახდა იმ ფაქტების შესახებ, რომ მოქალაქეები, რომლებსაც არ შესწევთ უნარი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მივიდნენ საარჩევნო უბნებში და საჭიროებენ გადასატან ყუთებს, არ შეჰყავთ შესაბამის სიებში და მათთან არც საარჩევნო ნომრები მიაქვთ. როგორც მოქალაქეები განგვიმარტავენ, ამას საარჩევნო უბნის წარმომადგენლები განზრახ აკეთებენ პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, კერძოდ, ვინც უკმაყოფილებას გამოხატავს არსებული ხელისუფლების მიმართ, ისინი გამორჩეულად არ შეჰყავთ გადასატანი ყუთის სიებში და საერთოდაც საარჩევნო ბარათიც კი არ მიაქვთ.

მაგალითისათვის წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ქალბატონს, დოლორესა ქებაძეს,  რომელმაც ახლა მოგვმართა, აქვე აღვნიშნავთ, ასეთი შემთხვევები არ არის ერთეული!

გააკონტროლოთ აღნიშნული საკითხი და დაუყოვნებლივ აღმოფხვრათ“-ნათქვამია მიმართვაში.