სკანდალური კვლევა: 2-6 წლამდე ბავშვების 30% საბავშვო ბაღში ვერ დადის

საქართველოში 2–6 წლამდე ასაკის ბავშვების 30% საბავშვო ბაღებში ვერ დადის. ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდისა და გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრის მიერ ერთობლივად ჩატარებული კვლევაში წერია, რომელიც ფონდის სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტმა ანა ჯანელიძე წარადგინა.

ანა ჯანელიძის თქმით, მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში, მათ შორის დიდ ქალაქებსა და თბილისში, ოჯახებს სურთ, რომ ბავშვი ბაღში ატარონ, თუმცა საბავშვო ბაღებში ადგილები არ არის.

“სოფლების შემთხვევაში კი ზოგან ბაღი საერთოდ არ არის და ამიტომ ვერ სარგებლობენ სკოლამდელი განათლებით. ჩვენ არ გვაქვს მონაცემები რამდენი სოფელია, რომელსაც ბაღი არ აქვს, მაგრამ ჩვენ გვაქვს მონაცემები სოფელში მცხოვრები ბავშვების რამდენი პროცენტი დადის და ეს გახლავთ მხოლოდ 46%“, – განაცხადა ანა ჯანელიძემ.

კვლევისას გაირკვა, რომ ეთნიკური უმცირესობის მხოლოდ 33% მიუწვდება ხელი სკოლამდე განათლებაზე, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების მხოლოდ 50% დადის საბავშვო ბაღში.

კვლევა 2017 წელს დაიწყო და წელს დასრულდა. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა ყველა მუნიციპალიტიტის წარმომადგენელი, ასევე ფოკუსჯგუფები საბავშვო ბაღის დირექტორები, აღმზრდელები და მშობლები.