26 ოქტომბერს ბესიკ არბოლიშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართება

26 ოქტომბერს, 19 საათზე, ქართული კულტურისა და ხელოვნების მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ ცნობილი ქართველი ფერმწერის, ბესიკ არბოლიშვილის პერსონალურ გამოფენას, რომელსაც ათონელის ქუჩის 9 ნომერში მდებარე ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი უმასპინძლებს.