ქუთაისის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა კორესპონდეტს შეურაცხყოფა მიაყენა

დავით ცხვარაძე

ქუთაისის  ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ “მაესტროს” იმერეთის კორესპონდეტს შეურაცხყოფა მიაყენა.

ჟურნალისტმა ქალაქის მერს, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანის დასაყენებელი საშვის დამზადება სთხოვა და აღნიშნა, რომ საშვის დამზადებას ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს რამდენიმე დღეა სთხოვს, თუმცა უშედეგოდ.

ჟურნალისტისა და მერის საუბარს, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია შეესწრო, რომელმაც აღნიშნა, რომ ვაჩიბერაძე ტუტუცია და მან საშვი ტუტუცურად მოთხოვა.

ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ ჯავახიას განუმარტა, რომ მერიამ მას “ტუტუცური საშვი” დაუმზადოს. ინცინდეტს ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ეკა მამისეიშვილი ესწრებოდა.

ჩვენ  აღნიშნულ  საკითხთან დაკავშირებით  მერიის  პრესსამსახურს ვესაუბრეთ,  რომელმაც  ადმინისტრაციული  სამსახურის  უფროსთან  გადაგვამისამართა, ჯავახიამ კი აღნიშნა რომ მას აქვს სატელეფონო სინქრონი, რომელიც  ვაჩიბერაძესთან ჩაწერა,  ჩვენ  ვთხოვეთ  ზვიად ჯავახიას  რომ მოეცა ეს სინქრონი, თუმცა მან უარი განაცხადა.

 

 

კომენტარის დატოვება